5 თვიანი შესვენება დასრულდა - გაელ კლიში შვეიცარიის ჩემპიონატში ითამაშებს
Aa
Aa

5 თვიანი შესვენება დასრულდა - გაელ კლიში შვეიცარიის ჩემპიონატში ითამაშებს

"არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გაელ კლიში ბოლო 5 თვის განმავლობაში კლუბის გარეშე იყო. ფრანგი მარცხენა მცველის უკანასკნელი გუნდი თურქული "ბასაქშეჰირი" გახლდათ, სადაც მას კონტრაქტი დაუმთავრდა და ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულების დადება არ მოინდომა.

დღეს სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლიში შვეიცარიის ჩემპიონატის კლუბში, "სერვეტში" ითამაშებს. ეს ინფორმაცია თავად კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. გაელი ახალ გუნდში 3 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ამჟამად "სერვეტი" შვეიცარიის სუპერ ლიგაში 8 ტურის შემდეგ 6 ქულით ბოლო ადგილზეა. გასული სეზონი კი გუნდმა მე-4 ადგილზე დაასარულა.

გაელ კლიშმა სახელი ლონდონის "არსენალში" გაითქვა. 32 წლის ვეტერანმა "მეთოფეებში" 2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით 264 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. "არსენალის" შემდეგ კლიში "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. მარცხენა მცველმა "ქალაქელებში" 6 სეზონი დაჰყო. ჩაატარა 203 მატჩი და 3 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები