Aa
Aa

"ელ კლასიკოს" კარლოს კლოს გომესი იმსაჯებს

"ლა ლიგის" ოფიციალურმა საიტმა ის მსაჯები დაასახელა, რომლებიც ამ ტურნირის მე-14 ტურის მატჩებს გაუძღვებიან. 

"ნოუ კამპზე" გასამართ "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებას, 44 წლის "ფიფას" კატეგორიის რეფერი, კარლოს კლოს გომესი მოემსახურება.

ეს ამ რეფერისათვის მე-3 "ელ კლასიკო" იქნება, თუმცა პირველი "ლა ლიგის" ეგიდით. 

საქმე ისაა, რომ კლოს გომესის მიერ განსჯილი პირველი "ელ კლასიკო" 2012 წლის სუპერთასის შეხვედრა გახლდათ, რომელიც "ბარსამ" 3:2 მოიგო, ხოლო მეორე 2012-2013 წლების სეზონის ესპანეთის თასის 1/2 ფინალური დაპირისპირება და ის ფრედ 1:1 დასრულდა. 

ერთი საინტერესო დეტალიც, ამ არბიტრს "ბარსელონას" მონაწილეობით ჩემპიონატში 20 თამაში უმსაჯია და "ბლაუგრანა" არცერთში დამარცხებულა - 17 მოგება და 3 ფრე. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები