ვასკო და გამა:
Aa
Aa

ვასკო და გამა: "ბალოტელი ჩვენი მარადონა იქნება"

მას შემდეგ, რაც მარიო ბალოტელი "ბრეშამ" გუნდიდან გააგდო, იტალიელი ფეხბურთელი ოფიციალურად არცერთ კლუბში არ ირიცხება. 

ცნობილია, რომ მარიო იტალიის სერია დ-ს გუნდში "ფრანკიაკორტაში" ვარჯიშობს. უკანასკნელი ცნობებით კი ბალოტელის ბრაზილიური კლუბი "ვასკო და გამა" ეპატიჟება.

იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას "ვასკო და გამას" ახალი სპორტული დირექტორი ფაბიო კორდელა ცდილობს. აღსანიშნავია, რომ კორდელა ეროვნებით იტალიელი გახლავთ და მის დანიშვნას ბალოტელი საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

დღეს კი კორდელამ მარიოს გულის მოსაგებად განაცხადა: "ბალოტელი ჩვენი მარადონა იქნება". ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობა არის საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელმა კარიერაში 383 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივრებს თავი 151 გოლით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები