Aa
Aa

"ის ისეთი ვეღარასდროს იქნება" - დარენ ბენტმა ბეილზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დარენ ბენტმა TALKsport-თან გარეთ ბეილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უელსელი ისეთი კარგი ფეხბურთელი ვეღარასდროს იქნება, როგორიც ადრე იყო.

"ბეილი ლონდონში 1 წლით დაბრუნდა. მთავარი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის მის შესაცვლელად მოურინიო მზად. გუნდში ძირითადი აქცენტი სონზე და კეინზე კეთდებოდა, მაგრამ ბეილის დაბრუნების შემდეგ გაჩნდა საუბრები, რომ ის "ასეთი კარგია", "შესანიშნავია", "გაგვაძლიერებს", მაგრამ ჩემი აზრით უელსელი ახლოსაც კი არ არის იმ ფორმასთან, როგორშიც ადრე იყო.

ას სამი წელია ნორმალურად არ უთამაშია. ჰქონდა მძიმე ტრავმები და ვფიქრობ ის ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც ადრე იყო.

როგორ ფიქრობთ, შექმნის ამ სეზონში ბეილი ისეთ რამეს, რომ მასზე დადებითად ალაპარაკდნენ? ჯერჯერობით გარეთი ვერაფერ საინტერესოს ვერ გვთავაზობს. იჯარის პერიოდის დასრულების შემდეგ კლუბმა რა უნდა ქნას? მათ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, დატოვონ თუ დააბრუნონ "რეალში"." - განაცხადა დარენმა

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი "ტოტენჰემში" უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს 1 წლიანი იჯარის წესით დაბრუნდა. ამ პერიოდში მან "დეზების" ფორმა 7-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები