„გადადგომას არ ვაპირებ
Aa
Aa

„გადადგომას არ ვაპირებ" - ზიდანის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „შახტართან“ წაგებული მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.

„მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ. რთული პერიოდი გვიდგას და შედეგების მხრივ განსაკუთრებით გვიჭირს. ეს რეალობაა, მაგრამ აუცილებელია, წინსვლა განვაგრძოთ. ვიცოდით, რომ დღეს ფინალის ტოლფასი შეხვედრა გველოდა და მისთვის სათანადოდ მოვემზადეთ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და გოლსაც ვიმსახურებდით, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერ მოვახერხეთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩია დარჩენილი და ის შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მე და ფეხბურთელები მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ლა ლიგის გასულ ტურში გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით, თუმცა ამ მატჩზე იგივეს ვერ ვიტყვით. ახლა საჭიროა, რომ თავები ავწიოთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს.

დღევანდელი დაპირისპირებაში მაღალ პრესინგს ვთამაშობდით, მეტოქეს ბურთს ხშირად ვართმევდით და მომენტებსაც ვქმნიდით. ერთადერთი, რაც ვერ გავაკეთეთ, პირველი გოლის გატანა იყო, რაც ყველაფერს გაგვიმარტივებდა. ჩვენ ამ მდგომარეობას აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ. რთული ვითარებაა, მაგრამ ჩვენი ხასიათი და სიამაყე უნდა ვაჩვენოთ. მომდევნო შეხვედრა უნდა მოვიგოთ, რადგან დღეს 3 ქულის აღება არ გამოგვივიდა. ჩვენი თავის გვჯერა და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, „რეალს“ 7 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. „ბლანკოსი“ მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში „გლადბახის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები