„როცა მზად იქნები კონორ“ - რამოსმა მაკგრეგორი გამოიწვია
Aa
Aa

„როცა მზად იქნები კონორ“ - რამოსმა მაკგრეგორი გამოიწვია

„რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა UFC-ის გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო. ესპანელმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

რამოსმა სოციალურ ქსელში სპორტდარბაზში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო - „როცა მზად იქნები კონორ მაკგრეგორ“.

View this post on Instagram

A post shared by Sergio Ramos (@sergioramos)

34 წლის ესპანელის სიტყვებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ რამოსმა უბრალოდ იხუმრა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც რამოსისა და მაკგრეგორის ბრძოლის იდეამ მოხიბლა და მათ კონორს გამოწვევის მიღებისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსს ტრავმა აწუხებს და „სამეფო კლუბს“ „შახტარის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ვერ დაეხმარა, რომელიც „ბლანკოსმა“ 2-0 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები