Футбол газета - საქართველოს ნაკრები შესაძლოა ვერნიდუბმა ჩაიბაროს
Aa
Aa

Футбол газета - საქართველოს ნაკრები შესაძლოა ვერნიდუბმა ჩაიბაროს

უკრაინული გამოცემა, Футбол газета ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების ერთ-ერთი პრეტენდენტი უკრაინელი სპეციალისტი იური ვერნიდუბია.

„ორი კვირის წინ, საქართველის ნაკრების თავკაცის პოსტი სლოვაკმა სპეციალისტმა, ვლადიმირ ვაისმა დატოვა. მან საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა ვერ მოახერხა. ჩვენი ინფორმაციით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავს და ერთ-ერთი ვერნიდუბია“, - წერს Футбол газета.

იური ვერნიდუბის სახელი ქართველ გულშემატკივარს არაფერს ეუბნება და ეს გასაკვირი სულაც არაა. მას სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს და სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიეს „მეტალურგში” დაიწყო.

2011-დან 2019 წლამდე იგი „ზარიას“ წვრთნიდა და გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. მან „ზარია“ 2-ჯერ ევროპა ლიგაზე გაიყვანა და უკრაინის თასის ფინალშიც იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები