შენგელიას შესვლა მე-4 ტურის ტოპ 10-ში მოხვდა - მაკფადენი სიმბოლურ ნაკრებშია
Aa
Aa

შენგელიას შესვლა მე-4 ტურის ტოპ 10-ში მოხვდა - მაკფადენი სიმბოლურ ნაკრებშია

FIBA Eurobasket-მა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის საუკეთესო მომენტების ტოპ 10 შეადგინა. ჩვენთვის სასიხარულო ისაა, რომ რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ლამაზი შესვლაც მოხვდა, რომელიც მე-10 ადგილს იკავებს.

FIBA Eurobasket-მა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, ტად მაკფადენიც გამოარჩია. 33 წლის უკანახაზელი მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მე-4 ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიასთან მოგებულ შეხვედრაში მაკფადენმა პარკეტზე 38 წუთზე მეტი გაატარა და 24 ქულით, 2 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოირჩა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 27 გახლდათ. შენგელიას რაც შეეხება, მან შვეიცარიასთან მატჩში თავი 17 ქულით, 6 მოხსნით, 5 ასისტით და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები