კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა
Aa
Aa

კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ამომავალმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

"ნახეთ ვინ დაბრუნდა" - ასე გამოეხმაურა ყაზანური კლუბის "ტვიტერი" ხვიჩას დაბრუნებას. პოსტში კი ქართველი ფეხბურთელის სურათებია გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას კოვიდ ინფექცია მიმდინარე წლის 10 ნოემბერს დაუდგინდა, რის გამოც საქართველოს ნაკრებს "ევრო 2020-ზე" გასასვლელ საფინალო მატჩში ჩრდ.მაკედონიასთან ვერ დაეხმარა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "რუბინის" მაისური 14-ჯერ მოირგო, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ასევე ხვიჩამ 3 პენალტის მოპოვებაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები