უმტიტი:
Aa
Aa

უმტიტი: "გვარდიოლას "ბარსელონა" მოსაწყენი იყო"

"ბარსელონას" ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი, თურმე ბავშვობიდან ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი ყოფილა და მის მატჩებს ტელევიზიით ყოველთვის თვალს ადევნებდა. მას სააგენტო ESPN-მა მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

"როცა "ბარსაში" დეკუ და რონალდინიო თამაშობდნენ და 2006 წელს რაიკაარდის ხელმძღვანელობით "ჩემპიონთა ლიგა" მოიგეს, იმ გუნდის თამაშის ყურება ძალიან მიყვარდა. როგორ ეპყრობოდნენ ბურთს, როგორ მოძრაობდნენ, როგორ უტევდნენ - ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. თანაც იმ დროის "ბარსა" საოცარი მენტალობისა იყო, ფეხბურთელებს შეშფოთებას ყველაზე რთულ მომენტშიც ვერ შეატყობდი. მის თამაშებს თითქმის არასდროს ვაცდენდი". 

"რაც შეეხება გვარდიოლას "ბარსელონას", ის ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო. მე ვეუბნებოდი ჩემ მეგობრებს, მომწონს ეს სტილი, მაგრამ როცა გუნდს ბურთი მთელი თამაში უჭირავს და მას გაუთავებლად ათამაშებს, ეს ცოტა მოსაწყენია".

"ჩემი აზრით, ამის შემდეგ "ბლაუგრანამ" ეს სტილი ოდნავ შეცვალა და ამ მხრივ გუნდი აშკარად განვითარდა და გაიზარდა". - განაცხადა 23 წლის უმტიტიმ.

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები