Aa
Aa

„შეუძლია საჩემპიონო ქამარს დაეუფლოს" - ფორმანს მაიკ ტაისონის სჯერა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ჯორჯ ფორმანმა, მაიკ ტაისონის შესახებ ისაუბრა. „დიდი ჯორჯი“, რომელიც მძიმეწონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს 45 წლის ასაკში დაეუფლა, თვლის, რომ „რკინის მაიკს“ მისი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.

„თუ ისეთ ფორმაში ჩადგება, როგორშიც ახლაა, დროის სწორად შერჩევის შეგრძნებას დაიბრუნებს და ყველაფერი დანარჩენი მის სასარგებლოდ იქნება, სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის შანსს მიიღებს. თუ მისი მენეჯერები სწორად იმოქმედებენ, მას ნამდვილი ჩემპიონი შეხვდება და თუ ეს ჩემპიონი მაიკისთვის შესაფერისი მეტოქე იქნება, ტაისონს მისი დანოკაუტებაც შეეძლება.

როი ჯონს ჯუნიორთან ბრძოლაში მაიკი შესანიშნავად გამოიყურებოდა და მის მოწინააღმდეგეს მაქსიმუმის გაკეთება მოუწია, რათა ნოკაუტში არ აღმოჩენილიყო. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. თანაც ეს მხოლოდ საჩვენებელი ბრძოლა იყო. ტაისონი ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აქტიური რომ ყოფილიყო, 54-55 წლის ასაკში საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი ექნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და ჯონს ჯუნიორის დაპირისპირება ფრედ დასრულდა, თუმცა გულშემატკივრების უმრავლესობის აზრით, „რკინის მაიკს“ გამარჯვება უნდა მოეპოვებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები