Aa
Aa

სეტონ ჰოლის პირველი გამარჯვება - მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. „მეკობრეები“ საკუთარ კედლებში „აიონას“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 22 ქულით, 86-64 დაამარცხეს.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა „სეტონ ჰოლის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და „მეკობრეების“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „მამუმ“ პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ამ დროში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 18 სროლიდან 8 გამოიყენა და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. სანდრომ ბურთი 3-ჯერ დაკარგა და წესები ამდენჯერვე დაარღვია.

„სეტონ ჰოლის“ რიგებში მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ ერთ კალათბურთელს, ჯარედ როდენს ჰქონდა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და მატჩი 26 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. მაილს კეილმა და ტაირის სამუელმა კი გუნდს 15 და 12 ქულა შესძინეს.

„მამუს“ „სეტონ ჰოლს“ 2 შეხვედრის შემდეგ მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი აქვს და მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს, „როუდ აილენდის“ წინააღმდეგ გამართავს. „მეკობრეები“ ამ დაპირისპირებაში ფავორიტები იქნებიან და წესითა და რიგით მეორე გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები