ისტორიული მატჩი - ტოტენჰემი ასოციაციის თასზე მერვე დივიზიონის ბინადარს შეხვდება
Aa
Aa

ისტორიული მატჩი - ტოტენჰემი ასოციაციის თასზე მერვე დივიზიონის ბინადარს შეხვდება

ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ ასოციაციის თასის მესამე რაუნდში ინგლისის რანგით მერვე დივიზიონში მოასპარეზე „მარინს“ დაუპირისპირდება. მერსისაიდელებმა მეორე რაუნდში „ჰავანტი და უოთერლუვილი“ დაამარცხეს და ისტორიული მატჩის გამართვის უფლება მიიღეს.

„მარინმა“ ნიალ კამინსის გოლის წყალობით იმარჯვა, რომელმაც თავი დამატებული დროის ბოლო წუთზე გამოიჩინა.  კამინსის მიერ შეგდებული ბურთის წყალობით „მარინი“ მერვე დივიზიონში მოასპარეზე მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ასოციაციის თასის მესამე რაუნდში გააღწია.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირის ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა მესამე რაუნდში უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელი მერვე დივიზიონის ბინადარს შეხვედროდა. ასე რომ, წინ ისტორიული მატჩი გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები