Aa
Aa

„ეს დეტალი რომ არა თქვენთან ვერ ვისაუბრებდი" - გროჟანის ვიდეომიმართვა საავადმყოფოდან

ფორმულა 1-ის საჯინიბოს, „ჰაასის“ პილოტმა, რომენ გროჟანმა, რომელიც ბაჰრეინის გრან-პრიზე საშინელ ავარიაში მოყვა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვიდეოშეტყობინება ჩაწერა. ფრანგმა პილოტმა გულშემატკივრებს საავადმყოფოდან მიმართა, რომელშიც მკურნალობს და განაცხადა:

„მოგესალმებით ყველას. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ნუ თითქმის კარგად ვარ. დიდი მადლობა თქვენი შეტყობინებებისთვის.

რამდენიმე წლის წინ ჰალოს წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო რამაა, რაც ფორმულა 1-ში დაგვინერგავს და მის გარეშე დღეს თქვენთან ვერ ვისაუბრებდი.

ასე რომ, მადლობა კლინიკისა და რბოლაზე მყოფ სამედიცინო პერსონალს. იმედი მაქვს, სულ მალე წერილებს მოგწერთ და გეტყვით საქმე როგორ მიდის“.

შეგახსენებთ, რომ ჰალო ბოლიდებზე დამონტაჟებული დეტალია, რომელიც პილოტებს შეჯახებისას იცავს. ფორმულა 1-ში მის შემოღებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მათ შორის მრბოლელებიც იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ახალი დეტალი ხედვის კუთხეს აუარესებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები