Aa
Aa

"თავს კარგად გრძნობს" - ბექა გორგაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა

დუბლინში საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასის დასკვნითი მატჩი ირლანდიასთან ჩაატარა და სამწუხაროდ 23:10 დამარცხდა.

მატჩის 63-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძე დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს. ბექას ნაცვლად მინდორზე მიხეილ გაჩეჩილაძე გამოჩნდა. გეტყვით, რომ გორგაძემ შეტევის დროს ფეხი უხერხულად დადგა და მუხლი დაიზიანა.

ამასთან დაკავშირებით რაგბის კავშირმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"მეგობრებო, ვიდრე მატჩის მიმოხილვას და კომენტარებს შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ ბექა გორგაძე თავს უკეთ გრძნობს და ტკივილი არ აწუხებს. მისი მდგომარეობის შესახებ კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც სამედიცინო შტაბი დადებს დასკვნას."

#ბექაკარგადაა მეგობრებო, ვიდრე მატჩის მიმოხილვას და კომენტარებს შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ ბექა გორგაძე თავს უკეთ...

Posted by Georgian Rugby on კვირა, 29 ნოემბერი, 2020

შეგახსენებთ, რომ ბექა გორგაძე ფრანგული "ბორდოს" ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები