Aa Aa
29 ნოემბერი 2020  |  16:23

"არაფრის ახსნა არ შემიძლია" - ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ალავესს" შორის. "სამეფო კლუბი" საკუთარ არენაზე 1:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუარესა. შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

"არაფრის ახსნა არ შემიძლია. მატჩში კარგი და ცუდი მომენტებიც გვქონდა. ნაადრევი გოლი მივიღეთ, მაგრამ შეგვეძლო თამაშში დაბრუნება. სამწუხაროდ არ გამოგვივიდა და შემდეგ ყველაფერი გართულდა. რამდენიმე დღის წინ "ინტერთან" შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ "ალავესთან" არაფერი გამოგვივიდა.

ახლა საჭიროა უფრო მეტი ვიმუშავოთ და დაშავებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდნენ. ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით. ტრავმები გავლენას ყველაფერზე ახდენს, მაგრამ ასე წაგებას ეს არ ამართლებს. უნდა გავაანალიზოთ თამაში და ყველანაირად ვეცადოთ გამოსწორებას. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ წარმატების მიღწევას.

აზარის ტრავმა მძიმე არ არის. ყოველშემთხვევაში თავად ედენმა ასე თქვა. "ალავესთან" მატჩი სეზონში ყველაზე ცუდი იყო. სამწუხაროდ მატჩში ცვლილებების შეტანა ვერ მოვახერხეთ.

ახლა სამშაბათის შეხვედრაზე ვფიქრობთ. "შახტარი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. რასაც მე ფეხბურთელებს ვეუბნები ჩვენ შორის რჩება. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და მე უნდა მოვძებნო ამ სიტუაციიდან გამოსავალი." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს ლა ლიგაში "სამეფო კლუბი" 5 დეკემბერს სტუმრად "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის კი ზიდანის გუნდს 10 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში