Aa
Aa

"ჩელსის შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს" - მოურინიოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ტოტენჰემი" ლონდონის "ჩელსის" ესტუმრება. ჟოზე მოურინიოს ყოფილ კლუბთან კიდევ ერთხელ მოუწევს დაპირისპირება. მატჩის წინ, პორტუგალიელმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"ლორისი, ბერგუინი და ლო ჩელზო ევროპის ლიგაზე არ იყვნენ. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი მატჩისთვის ისინი მზად იქნებიან. არ მინდა გარისკვა, მაგრამ თუ საჭიროდ ჩავთვლი გავრისკავ. 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია.

"ჩელსისთან" დაპირისპირება ჩემთვის მხოლოდ რიგითი თამაშია. მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. არ ვიცი კვირას ლიდერები გავხდებით თუ არა. დიდი ალბათობით "ლივერპული" "ბრაიტონს" დაამარცხებს და სხვაობა კვლავ ერთი ქულა იქნება.(შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" "ბრაიტონთან" 1:1 ითამაშა.ავტორი) მიუხედავად ამისა, ჩვენთვის არაფერი იცვლება.

სეზონის დაწყების მომენტიდან ჩვენ ყველა თამაშის მოგებისთვის ვართ კონცენტრირებული. "ჩელსისთან" მოსაგებად გავალთ. ჩვენ ვიცით ის ყველა შესაძლო განვითარება, რაც შეიძლება თამაშის დროს მოხდეს. ასე რომ ყველაფრისთვის მზად ვართ.

"არისტოკრატებთან" თამაში ყოველთვის რთულია. მათ ბოლო 16 წელიწადში პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგეს და მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. ეს საოცარი შედეგია. ეს არის გუნდი, რომელიც მუდამ ტიტულებისთვის იბრძვის. მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ. არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ითამაშებს "ჩელსის" მხრიდან, რადგან მათი ყველა ფეხბურთელი ძლიერია.

მათზე მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. როგორც ყოველთვის, გამარჯვებისთვის მივდივართ. "სიტისთან" ყველაფერი გამოგვივიდა და ვიმედოვნებ ხვალაც იდეალურები ვიქნებით." - განაცხადა ჟოზემ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. როგორც უკვე მოგახსენეთ "ლივერპულმა" საკუთარი შეხვედრა ვერ მოიგო და "დეზებს" პირველ ადგილზე გადასვლის შესანიშნავი შანსი აქვთ. მატჩი 29 ნოემბერს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები