''თქვენ მე მაძლიერებთ'' - თუთარაული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
Aa
Aa

''თქვენ მე მაძლიერებთ'' - თუთარაული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ

ACA პრომოუშენის მორიგ ქარდზე, ACA 114-ზე რაულ თუთარაულის ბრწყინვალე დებიუტი შედგა. ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელი დრაგოლიუბ სტანოევიჩი 14 წამში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ თუთარაულმა Instagram-ში დაწერა: ''ყველას, ყველას, ყველას, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამხელა გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, ყველა ჩემს გუნდელს და მწვრთნელს, ამირან სახოკიას. 

დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელს გიორგი კაბულაშვილს. მადლობა ჩემს სპონსორს და ყველა ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ჩემს მომზადების პროცესში. თქვენ მე მაძლიერებთ''.

ACA პრომოუშენის მორიგ ქარდზე, ACA 114-ზე კიდევ ერთი ქართველი ლევან მაყაშვილი გამოვიდა, რომელიც რუმინელ აურელ პირტეას დაუპირისპირდა. დაძაბულ შეხვედრაში მაყაშვილი მცირე უპირატესობას ფლობდა, თუმცა საბოლოოდ მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება რუმინელს მიანიჭეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები