19 წლის ქართველის გოლი და საგოლე პასი ესპანეთში
Aa
Aa

19 წლის ქართველის გოლი და საგოლე პასი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში 19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი გაგუამ ''ალავესის'' B გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტურის გადადებული მატჩი ''რეალ უნიონსა'' და ''ალავესის'' B გუნდს შორის ქართველი ლეგიონერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა (1:2).

გაგუამ სასტარტოში ითამაშა. მე-18 წუთზე მისი შესანიშნავი საგოლე გადაცემის შემდეგ ვიქტორ ლოპესმა ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე ამჯერად ვიქტორ ლოპესმა შეასრულა საგოლე პასი და გაგუამ თავური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

გაგუას საგოლე პასი და სადებიუტო გოლი

მთავარმა მწვრთნელმა ინიაკი ალონსომ ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალა.

გაგუა ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშეა 2019 წლის ოქტომბერში გახდა. მიმდინარე სეზონში ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში, მეორე ზონის A ჯგუფში ბილბაოს ''ატლეტიკის'' სარეზერვო გუნდი 11 ქულით პირველ ადგილზეა, ''ალავესი'' B კი 10 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

გაგუას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოს'' აკადემიასა და ''იბერია 2010''-ში ირიცხებოდა. გაგუას მწვრთნელი ''იბერია 2010''-ში გუბაზ დოლიძე იყო. მოგეხსენებათ, გუბაზ დოლიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ბევრმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა, გაგუაც ერთ-ერთი მათგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები