Aa
Aa

"შენ ჩემი ინსპირაციის წყარო იყავი" - რონალდო მარადონას დაემშვიდობა

25 ნოემბერს მსოფლიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ შეიტყო. სოციალურ და სპორტულ მედიაში ლეგენდები მარადონას ემშვიდობებიან. ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ, "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და დიეგოს დაემშვიდობა.

"ჩვენთვის და ფეხბურთის მოყვარულებისთვის სამწუხარო დღეა. სპორტმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდეალი დაკარგა. მე დავკარგე მეგობარი, რომლის თამაშიც ბავშვობაში ჩემი ისნპირაციის წყარო იყო.

მარადონას წასვლამ ძალიან დამამწუხრა, მაგრამ მადლობელი ვარ ისტორიის, რადგან მე მასთან შეხება და კონტაქტი მქონდა. "ელ პიბე", შენი მემკვიდრეობა მარადიულია. შენს ჯადოქრობას მოედანზე არავინ დაივიწყებს. მშვიდად განისვენე ჩემო მეგობარო.

ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ, დაამშვიდოს შენი ოჯახი და ყველა ის ადამიანი და თაობა, რომლებიც შენმა გარდაცვალებამ დაამწუხრა."

View this post on Instagram

A post shared by Ronaldo (@ronaldo)

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები