''ჩემს საფლავზე ეს დააწერეთ'' - დიეგოს ინტერვიუ საკუთარ თავთან
Aa
Aa

''ჩემს საფლავზე ეს დააწერეთ'' - დიეგოს ინტერვიუ საკუთარ თავთან

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მსოფლიო მედია არგენტინელის შესახებ წერს და მასთან დაკავშირებულ საინტერესო კადრებს იხსენებს. 2005 წელს გადაცემა La noche del 10-ის სტუმარი მარადონა იყო. გადაცემის ფორმატი საკუთარ თავთან ინტერვიუს ჩაწერას გულისხმობდა. მარადონამ ბევრ საინტერესო თემასთან ერთად სიკვდილზეც ისაუბრა. 

''თქვენი აზრი საკუთარი დაკრძალვის შესახებ''

მარადონა: ''გმადლობ, რომ თამაშობდი სპორტის ამ სახეობას, ფეხბურთს, რომელიც სიხარულსა და თავისუფლებას მჩუქნიდა.  ეს გრძნობები, ეს განცდები ხელით ზეცის დაჭერას ჰგავს. მადლობა ბურთს. ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ: "მადლობა ბურთს".

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები