მარადონას შვილი რეანიმაციაშია - მამის გარდაცვალება ჟურნალისტმა გააგებინა
Aa
Aa

მარადონას შვილი რეანიმაციაშია - მამის გარდაცვალება ჟურნალისტმა გააგებინა

ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსს ებრძოდა. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს.

მამის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდა. სინაგრა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ხშირად გათიშულია. იმ მომენტში, როდესაც გონზე მოვიდა, მას ჟურნალისტმა დაურეკა და მომხდარზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

დიეგო სინაგრამ ეს ამბავი არ იცოდა და ძალიან განერვიულდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გამოცემის ჟურნალისტი დაეკონტაქტა მას.

ამასთან დაკავშირებით ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ტანქრედი პალმიერიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: "დატოვეთ ბიჭი სიმშვიდეში"

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები