შოთა არველაძე:
Aa
Aa

შოთა არველაძე: "არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის გმირი გარდაიცვალა"

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "ფახტაკორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე, დიეგო მარადონას გარდცვალებასთან დაკავშირებით "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის გმირი გარდაიცვალა. მშვიდად განისვენე დიეგო, ნათელში იყოს შენი სული."

პოსტის ქვემოთ ქართველმა ლეგენდამ ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მარადონა ავტოგრაფს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები