Aa
Aa

"ერთ დღეს ზეცაში ფეხბურთს ვითამაშებთ" - ლეგენდები მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურნენ

სპორტის ლეგენდარული წარმომადგენლები დიეგო მარადონას სიკვდილს ეხმაურებიან.

კრიშტიანუ რონალდუ: "სამყარო დაემშვიდობა მარადიულ გენიოსს. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიეგო გვტოვებს, მაგრამ გვიტოვებს უდიდეს მემკვიდრეობას, რომელსაც მსოფლიო შეინახავს და არასდროს არავინ დაივიწყებს. მშვიდად განისვენე, შენ არასდროს დაგივიწყებენ!"

რაფაელ ნადალი: "დღეს სრულიად სპორტის და განსაკუთრებით ფეხბურთის სამყაროს უდიდესი სიცარიელე აქვს. მარადონა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი იყო. რაც მან ფეხბურთში გააკეთა ყოველთვის დარჩება ხალხის მეხსიერებაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ფეხბურთის სამყაროს და არგენტინას."

ლიონელ მესი: "ის გვტოვებს, მაგრამ არსად მიდის, რადგან მარადონა მარადიულია."

პელე: "მე დავკარგე დიდი მეგობარი და სამყარომ დაკარგა ლეგენდა. კიდევ ბევრია სათმქელი, მაგრამ ღმერთმა მის ოჯახს გამძლეობა მისცეს. იმედი მაქვს ერთ დღეს ზეცაში მე და დიეგო ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ."

ფრანჩესკო ტოტი: "შენ ფეხბურთის ისტორია დაწერე. მშვიდობით დიეგო"

გარი ლინეკერი: "მარადონა ჩემს თაობაში საგრძნობლად წინ იყო. ის ყველას ჯობდა. შესაძლოა ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც იყო. იმედი მაქვს დიეგო მისი მღელვარე ცხოვრების შემდეგ ღმერთის ხელში სიმშვიდეს იპოვის."

ლუის სუარესი: "გამძლეობას და სიძლიერეს ვუსურვებ გენიალური ფეხბურთელის ოჯახს. მშვიდად განისვენე დიეგო"

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები