ტრაგედია - დიეგო მარადონა გარდაიცვალა!
Aa
Aa

ტრაგედია - დიეგო მარადონა გარდაიცვალა!

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და ლეგენდა, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN, არგენტინული მედია და BBC ადასტურებს.

არგენტინული მედიის ცნობით, მარადონა გულსისხლძარღვთა სისტემის გაჩერების გამო დღეს დილით, ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული.

ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

დიეგო მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება. მას კარიერის განმავლობაში 550-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში 300-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. დიეგო ბოლოს "ხიმნასია ლა პლატას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები