ფლიკი უკმაყოფილოა - ნიკლას ზიულემ წონაში მოიმატა
Aa
Aa

ფლიკი უკმაყოფილოა - ნიკლას ზიულემ წონაში მოიმატა

გერმანული მედიის ცნობით მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, 25 წლის ცენტრალური მცველით ნიკლას ზიულეთი უკმაყოფილოა.

ვიგებთ, რომ ნიკლასმა წონაში რამდენიმე კილო მოიმატა და მისი ბრემენის "ვერდერთან" არყიფნა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. 

ჰანსი ფლიკი მიიჩნევს, რომ ზიულე სატრენაჟორო დარბაზში იმაზე ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე საჭიროა. 25 წლის მცველის არყოფნაში "რეკორდმაისტერს" "ვერდერთან" შეხვედრაში დაცვის ცენტრში დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი ჰყავდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკლას ზიულე "ბაიერნში" 2017 წლიდან გამოდის. ამ პერიოდის განმავლობაში მან 109 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები