Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  12:13

შემოდგომის ერთა თასი - ბექა გორგაძე სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე “planetrugby”-ის გადაწყვეტილებით შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

აღსანიშნავია,რომ ქართველი მორკინალი უელსელ აარონ ვეინვრაიტსა და ინგლისელ ბილი ვუნიპოლას ამჯობინეს.

უელსელმა აარონ ვეიბვრატმა და ინგლისემა ბილი ვუნიპოლამ გასულ უქმეებზე ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარეს,მაგრამ ჩვენი არჩევანი ქართველ გორგაძეზე შეჩერდა. რომელმაც 11 გარღვევით 74 მეტრი მოიგო და ასევე 13 ბოჭვა შეასრულა.“-ნათქვამია ქართველ მორაგბეზე

შემოდგომის ერთა თასის მეორე წრის საუკეთესო გუნდი კი ასეთია :15. ტომას რამოსი (საფრანგეთი); 14. ბლერ კინგორნი (შოტლანდია); 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი); 12. ჯონი ვილიამსი (უელსი); 11. ჯონი მეი (ინგლისი); 10. კალუმ შედი (უელსი); 9. ბენ იანგსი (ინგლისი); 8. ბექა გორგაძე (საქართველო); 7.სემ ანდერჰილი (ინგლისი); 6. ტომ კერი (ინგლისი); 5. ჯო ლანჩბერი (ინგლისი); 4. მარო იტოჯე (ინგლისი); 3. კილი სინკლერი (ინგლისი); 2. კემილი ჩატი (საფრანგეთი); 1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი)

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში