Aa
Aa

"ბარსელონა" და "რეალი" "შაპეკოენსესთვის" სოლიდური თანხის გადარიცხვას აპირებენ!

როგორც მოგეხსენებათ, "შაპეკოენსეს" ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. იმისთვის, რომ ბრაზილიურმა კლუბმა არსებობა განაგრძოს, ამაზე მთელი საფეხბურთო სამყარო ცდილობს ზრუნვას. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ესპანური გრანდები აღმოჩნდნენ, რომლებიც "შაპეკოენსესთვის" სოლიდური თანხის გადარიცხვას გეგმავენ.

როგორც "Midiarrio" იუწყება, "ბარსელონა" და "რეალი" მზად არიან, რომ 3 დეკემბერს გასამართი "ელ კლასიკოდან" შემოსული თანხა, მთლიანად ბრაზილიური კლუბის ანგარიშზე გადარიცხონ.

როგორც ხვდებით, საუბარი საკმაოდ დიდ თანხაზეა, რადგან დღეისათვის, "ელ კლასიკო" საფეხბურთო ბატალიებიდან ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები