4-დან 6 თვემდე - ბარსამ პიკე სეზონის ბოლომდე დაკარგა
Aa
Aa

4-დან 6 თვემდე - ბარსამ პიკე სეზონის ბოლომდე დაკარგა

„ატლეტიკოსთან“ დამარცხების (0:1) შემდეგ, „ბარსელონამ“ 3 ქულასთან ერთად დაცვის ლიდერიც დაკარგა. ხერარდ პიკემ მოედანი მუხლის ტრავმის გამო დატოვა.

პირველადი შიში კატალონიელებს აუხდათ - პიკე პრაქტიკულად მთელ სეზონს გამოტოვებს. Sport-ის ცნობით, 33 წლის მცველს 4-დან 6 თვემდე გაუცდება.

თუ ჩავთვლით პლუს სარეაბილიტაციო კურსს და ფორმის აღდგენას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რონალდ კუმანს ამ სეზონში პიკეს იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

ბოლო ინფორმაციით, პიკეს მუხლზე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

ამ მომენტისთვის კუმანის განკარგულებაში მხოლოდ 1 ცენტრალური მცველი კლემან ლენგლეა. უმტიტი და არაუხო ტრავმირებულებულები არიან და მოედანს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდებიან, იქამდე კი „ბარსას“ დაცვის ცენტრის გამაგრება ფრენკი დე იონგს მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ „ბლაუგრანამ“ „ატლეტიკოსთან“ სერხი რობერტოც დაკარგა. ბურთის დარტყმის დროს მიღებული დაზიანების შემდეგ ირკვევა, რომ ესპანელს მარჯვენა ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული. AS-ის ცნობით მას დაახლოებით 1 თვე გაუცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები