Aa Aa
21 ნოემბერი 2020  |  21:33

ახალი სტადიონი და პირველი გამარჯვება - ბათუმმა გორის დილა დაამარცხა

დასრულდა Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის. მასპინძლებმა მინამალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმმა ეს მატჩი ახალ სტადიონზე ჩაატარა.

შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო და ბევრი მომენტი არ იქმნებოდა. 32-ე წუთზე მანჯგალაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ ჩოჩიშვილმა აჯობა.

ჩოჩიშვილმა მე-40 წუთზეც ივაჟკაცა, როდესაც ჯაბა ჯიღაურს პენალტი აუღო. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი იგივე სცენარით წარიმართა. ბათუმი უტევდა, ხოლო "დილა" თავს იცავდა. 68-ე წუთზე ნავსი გატყდა. ვაგნერ გონსალვეშის კუთხურს გიორგი ნიქაბაძემ შესანიშნავი თავურით უპასუხა და ანგარიში გახსნა. ნიქაბაძე ამ გოლით ბათუმის "დინამოს" ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გოლის ავტორი ახალ სტადიონზე.

გორელები გააქტიურდნენ და მასპინძელთა მეკარეს რამდენჯერმე მოუწია გუნდის გადარჩენა. სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

საბოლოოდ მატჩი, როგორც უკვე მოგახსენეთ 1:0 დასრულდა. აჭარელები ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ თბილისის "დინამოს" 2 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო შეხვედრას გია გეგუჩაძის შეგირდები კვლავ სახლში ჩაატარებენ. ამჯერად ბათუმს 26 ნოემბერს თბილისის "ლოკომოტივი" ესტუმრება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში