დი მარიას და ოზილს
Aa
Aa

დი მარიას და ოზილს "სამეფო კლუბში" დაბრუნება სურთ!

"პარი სენ ჟერმენის" ვინგერი, ანხელ დი მარია და ლონდონის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი მესუტ ოზილი თვლიან, რომ მადრიდის "რეალის" დატოვება, მათ კარიერაში უდიდესი შეცდომა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "Marca" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ორივე ფეხბურთელს "სამეფო კლუბში" დაბრუნება სურს! დი მარიამ საფრანგეთის ჩემპიონატს ალღო ვერაფრით აუღო და "პარი სენ ჟერმენის" განვითარების გეგმითაც უკმაყოფილოა. რაც შეეხება ოზილს, ლონდონის "არსენალთან" მისი ხელშეკრულება 2018 წელს იწურება, თუმცა მხარეები ჯერ-ჯერობით ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ამის მიზეზი ოზილის "რეალში" დაბრუნების სურვილი იყოს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ფეხბურთელების ხელში ჩასაგდებად შესაფერის მომენტს ელოდება..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები