სიმეონეს ვაჟი:
Aa
Aa

სიმეონეს ვაჟი: "ატლეტიკოში" თამაში დიდი პატივი იქნებოდა!

"ჯენოას" 21 წლის ფორვარდმა ჯოვანი სიმეონემ, რომელმაც "იუვენტუსს" ორი გოლი გაუტანა, დაასახელა გუნდი, რომელშიც სიამოვნებით ითამაშებდა.

"ატლეტიკოში სიამოვნებით გადავიდოდი. თუმცა არა იმიტომ, რომ მისი მწვრთნელი მამაჩემია. უბრალოდ, ეს ის გუნდია, რომლის თამაშიც ძალიან მომწონს და გარდა ამისა, ჩემს ოჯახში "როხიბლანკოს" რამდენიმე ადამიანი ქომაგობს. დიდი კლუბი, რომელიც სხვა გრანდებისგან განსხვავებით, არასაფეხბურთო აქციებისას და პიარ სვლებისას, ზედმეტს არასდროს აკეთებს". - აცხადებს სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ ჯიოვანი სიმეონე "რივერ პლეიტის" სკოლის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდშიც 2013-2016 წლებში ირიცხებოდა, თუმცა გასული სეზონი განათხოვრების წესით "ბანფილდში" გაატარა. 

 

მომზადებულია espnfc.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები