ჰაერში ასწია ! - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება
Aa
Aa

ჰაერში ასწია ! - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება

ლევან გორგაძემ "კიუშუ ბაშოზე" რიგით მე-13 ორთაბრძოლა მესამე მაეგაშირა ოკინოუმისთან გამართა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ოკინოუმის უპირატესობით დაიწყო, თუმცა შემდეგ ქართველმა გოლიათმა იმძლავრა, მეტოქე ჰაერში ასწია და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

დღევანდელი გამოსვლის შემდეგ ლევან გორგაძეს მოგება-წაგებათა ბალანსი 7:6-ზე გაუხდა. მას "კაჩი-კოშის" გასაფორმებლად დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან 1 გამარჯვება სჭირდება. სწორედ ''კაჩი-კოშის'' გაფორმებაა გორგაძის მიზანი მიმდინარე ''კიუშუ ბაშოზე''.

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა კაისეი იქნება. ქართველის მსგავსად კაისეიც "კაჩი-კოშის" გასაფორმებლად იბრძვის. მისი მოგება-წაგებათა ბალანსი 6:7-ზეა.

ტოჩინოშინი-კაისეის 20 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 12 მოიგო, 8 შეხვედრაში გამარჯვება კაისეის დარჩა. ქართველი კაისეის დამარცხებას მეტწილად იორიკირის ილეთით ახერხებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები