Aa
Aa

წლიური 20 მილიონი - ალაბა პსჟ-ს უახლოვდება

დავიდ ალაბას მიუნხენის „ბაიერნიდან“ შესაძლო წასვლის ამბავი არახალია. ავსტრიელ მცველს გუნდის დატოვება სურს და მოლაპარაკებებს რამდენიმე გრანდთან აწარმოებს.

28 წლის მცველის საკუთარ რიგებში ხილვით „იუვენტუსი“, „ჩელსი“, „სიტი“ და პსჟ ინტერესდებიან, გერმანული პრესა კი მათ შორის აშკარა ფავორიტს ასახელებს.

წამყვანი გერმანული გამოცემების ცნობით, ალაბას გადასაბირებლად ყველაზე აქტიურად და პროდუქტიულად პსჟ მუშაობს, რომელსაც კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს.

პარიზში გადასვლის წინააღმდეგ არც ალაბაა, „სენ ჟერმენი“ კი მასთან აქტიურ მოლაპარაკებებშია და დიდი შანსია, საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწიოს. Kicker-ის ინფორმაციით, ფრანგები უნივერსალ მცველს წლიურ ხელფასად 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ამჟამინდელი ცნობებით, ორი ვარიანტია - ალაბა „პარკ დე პრენსზე“ იანვარში გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადავა ან ზაფხულში - თავისუფალი აგენტის სტატუსით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები