Aa
Aa

კაპიტანი დიდი ხნით - ინტერი ჰანდანოვიჩთან გახანგრძლივებაზე ლაპარაკობს

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტან სამირ ჰანდანოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.

იტალიური პრესის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ლოგიკური იქნება, თუკი უახლოეს პერიოდში თანამშრომლობის 2023 წლამდე გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადებენ.

სლოვენიელ მეკარეს „ნერაძურისთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ახალი კონტრაქტით კი მას გაუმჯობესებული პირობები ექნება.

36 წლის ჰანდანოვიჩი მილანური გრანდის მაისურით 2012 წლიდან თამაშობს და მისი კარი უკვე 352 შეხვედრაში დაიცვა. მის ანგარიშზე 123 მშრალი მატჩია. „ინტერში“ გადასვლამდე სლოვენიელი გოლკიპერი „უდინეზეში“ გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები