ლუკაშ პოდოლსკი ჰოკეის მატჩში? - გერმანელის ახალი ინიციატივა
Aa
Aa

ლუკაშ პოდოლსკი ჰოკეის მატჩში? - გერმანელის ახალი ინიციატივა

სპორტული გამოცემა "ბლიჩერი" იუწყება, რომ შესაძლოა გერმანიისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაშ პოდოლსკიმ ჰოკეის მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ პოდოლსკის ადგილობრივი კლუბი "კიოლნერ ჰაი" გაკოტრების პირას არის. ლუკაშმა მზაობა გამოთქვა იმისთვის, რომ კლუბთან ერთად მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ამ ინიციატივას გერმანიაში გამოეხმაურნენ და თუ პოდოლსკი ითამაშებს, ასეთ შემთხვევაში 100 000 ვირტუალური ბილეთი გაიყიდება და "კიოლნერ ჰაი" გაკოტრებას გადაურჩება.

Lukas Podolski will play a game for his local hockey team, Koelner Haie, after pledging to do so if 100,000 virtual...

Posted by Bleacher Report Football on ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2020

ცნობილია, რომ "კიოლნერ ჰაის" ფინანსური კრიზისი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაეწყო. ვეტერანი გერმანელი კი თავისი გადაწყვეტილებით გუნდის გადარჩენას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშ პოდოლსკი ამჟამად "ანტალიასპორის" შემადგენლობაში გამოდის. 35 წლის შემტევმა 2019 წლიდან დღემდე 16-ჯერ მოირგო თურქული კლუბის მაისური და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები