პრობლემა მადრიდის რეალში - რამოსი მომავალ სამ მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

პრობლემა მადრიდის რეალში - რამოსი მომავალ სამ მატჩს გამოტოვებს

ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალში" საკადრო პრობლემებია. გუნდს ტრავმების გამო დანი კარვახალი და ალვარო იდრიოსოლა აკლდა და ამის გამო მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლუკას ვასკესი თამაშობდა. კაზემიროს და ედენ აზარს კი კორონავრისურუსი დაუდგინდათ.

დღეს სპორტული გამოცემა MARCA ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდის კაპიტანს და ლეგენდარულ მცველს სერხიო რამოსს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს და ესპანელი ზედიზედ 3 მატჩს გამოტოვებს. რამოსმა დაზიანება გერმანიასთან მატჩის დროს მიიღო და ლუის ენრიკემ სერხიო 43-ე წუთზე შეცვალა.

"რეალის" "ოთხიანი" "ვილიარეალის", "ინტერის" და "ალავესის" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. "ბლანკოსს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პრობლემები აქვს. 3 ტურის შედეგად მათ 4 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე იმყოფებიან. მომავალ ტურში კი სტუმრად "ინტერს" შეხვდებიან. ხსენებულ დაპირისპირებაში გამარჯვება მნიშვნელოვნად გაზრდის მადრიდელთა ჯგუფიდან გასვლის შანსებს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" 2005 წელს გადავიდა. ამ პერიოდში მან ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. ჩაატარა 660 მატჩი და 100 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები