მომდევნო 2 წლით სიტიში - გუარდიოლამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

მომდევნო 2 წლით სიტიში - გუარდიოლამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კონტრაქტი გაახანგრლიძვა და ესპანელი კლუბში კიდევ 2 წლით დარჩება.

ბოლო დღეების განმავლობაში სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ პეპი ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისგან თავს იკავებდა. მიზეზად კი პრემიერ ლიგის მესვეურების გადაწყვეტილება სახელდებოდა. შეგახსენებთ, რომ ინგლისის მთავარ ჩემპიონატში გუნდებს მხოლოდ 3 ცვლილების უფლება აქვთ, სხვაგან კი ყველგან ხუთია დაშვებული. სწორედ ამას უკავშირდებოდა გუარდიოლას წყენა.

დღეს კი ყველაფერს ნათელი მოეფინა. ესპანელი თავკაცის დანიშვნას ილქაი გიუნდოგანი გამოეხმაურა: "ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩემთვის მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში და თამაში დიდი პატივია. შეგეძლოს პეპისგან რამის სწავლა, მართლაც საოცარი შეგრძნებაა."

კოტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ თავად პეპმაც გააკეთა კომენტარი: "როგორც მწვრთნელს, ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. ყველა მწვრთნელი დამოკიდებულია შედეგებზე, ისევე როგორც მე. ამიტომ გამარჯვებისთვის ბევრად მეტი მუშაობა გვჭირდება.

მე ვნახე რთულ დროს როგორ მიჭერდა მხარს ხელმძღვანელობა და ხალხი. მანჩესტერში თავს ბედნიერად ვგრძნობ და უკეთესი შედეგებისთვის ყველაფერს გავაკეთებ."

შეგახსენებთ, რომ პეპი "სიტიში" 2016 წელს დაინიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში "ქალაქელებმა" 8 ტიტული მოიგეს, მაგრამ არა მთავარი - "ჩემპიონთა ლიგა" 

გუარდიოლა "მანჩესტერ სიტის" 245-ჯერ გაუძღვა. 181-ჯერ გაიმარჯვა, 36-ჯერ წააგო და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები