ახალი სეზონის გამოტოვების საფრთხე - კლეი ტომპსონი კვლავ ტრავმირებულია
Aa
Aa

ახალი სეზონის გამოტოვების საფრთხე - კლეი ტომპსონი კვლავ ტრავმირებულია

გოლდენ სტეიტ "უორიორსის" სუპერვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები 2019 წლის სუპერ  ფინალში "ტორონტოს" წინააღმდეგ გაიწყვიტა, რის გამოც მან უკანასკნელი სეზონი მთლიანად გამოტოვა.

ამერიკელი კალათბურთელი გამოჯანმრთელებული იყო, ვარჯიშიც განახლებული ჰქონდა და ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებოდა.

დღეს სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლეიმ აქილევსის მყესი გაიწყვიტა. ეს შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა, სადაც ერთმანეთს NBA-ს მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები ამხანაგურად უპირისპირდებოდნენ.

გავრცელებული ხმებით ტომპსონს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება და უფრო დეტალურად გახდება ცნობილი მისი ტრავმის სიმძიმე.

მომხდართან დაკავშირებით "ლეიკერსის" და კალათბურთის ლეგენდარულმა მოთამაშემ ლებრონ ჯეიმსმა კლეი ტომპსონი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაამხნევა. "შენთვის ბევრს ვლოცულობ. კლეი სუპერ ახალგაზრდასავით არის!" 

შეგახსენებთ, რომ კლეი ტომპსონი NBA-ს ჩემპიონი ისტორიაში სამჯერ გახდა. ამერიკელმა ეს გოლდენ სტეიტთან ერთად 2015, 2017 და 2018 წელს მოახერხა. ტომპსონი ასევე 5-ჯერ მოხვდა NBA-ს ALL STAR-ის შემადგენლობაში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები