''სირცხვილი და უპატივცემულობაა'' - ცხადაძემ გრიგალავა და კვერკველია მწვავედ გააკრიტიკა
Aa
Aa

''სირცხვილი და უპატივცემულობაა'' - ცხადაძემ გრიგალავა და კვერკველია მწვავედ გააკრიტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემა ''ტაიმაუტთან'' საუბრისას საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველები, სოლომონ კვერკველია და გია გრიგალავა გააკრიტიკა. ''ორდაბასის'' მთავარი მწვრთნელის აზრით ფეხბურთელები ნაკრებში ზედმეტი წონის გარეშე უნდა ჩამოდიოდნენ.

კახა ცხადაძე: ''მინდა კვერკველიას და გრიგალავას მივმართო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად თავს მიხედეთ ბიჭებო, სირცხვილია ასეთ ფორმაში ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა. ეს უპატივცემულობაა ნაკრების და გულშემატკივრების, როცა მოთამაშეები ასეთი წონით ჩამოდიან ნაკრებში. მით უმეტეს, როცა წამყვანი მოთამაშეები არიან და ეროვნული გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებად ითვლებიან''.

აღნიშნულ გადაცემაში ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების მზადყოფნა დაადასტურა. შეგახსენებთ, ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2015 წელს წვრთნიდა. 2016 წლის დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტის გამო პოსტი დატოვა. ამჟამად ''ორდაბასის'' მთავარია მწვრთნელია და ყაზახური მედიის ცნობით კლუბს მიმდინარე წელს დაემშვიდობება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები