ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯი  ტიერ1-ის გუნდების შეხვედრას მოემსახურება
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯი ტიერ1-ის გუნდების შეხვედრას მოემსახურება

საქართველოს საუკეთესო მსაჯს ნიკა ამაშუკელს, რამდენიმე დღეში „შემოდგომის ერთა თასზე“ და ზოგადად ელიტურ რაგბში, დებიუტი ექნება.

22 ნოემბერს შოტლანდია „მარიფილდზე“ საფრანგეთს მასპინძლობს. „ბ“ ჯგუფის ფაქტობრივ ფინალს, რომლის გამარჯვებული დიდი ალბათობით ტურნირის ფინალში ითამაშებს, ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის და მას კიდიდან ქართველი ნიკა ამაშუკელი დაეხმარება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი ტიერ1-ის გუნდების შეხვედრას მოემსახურება:

შესანიშნავი შეგრძნებაა, როდესაც ასეთ სტადიონზე, ასეთი დონის ტურნირზე გიწევს მსაჯობა და პირისპირ უნდა შეხვდე მსოფლიო დონის ვარსკვლავებს“ – ამბობს ამაშუკელი, რომლის სიხარული ვერც მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა სირთულეებმა გადაფარა:

ვირუსისგან გამოწვეული რეგულაციები გაურკვევლობის შეგრძნებას მიტოვებს, მაგრამ ეს სირთულეები ვერ აფერმკრთალებს იმ სიხარულს, რასაც ამ დონის ტურნირზე მსაჯობა ქვია. მოედანზე გავალ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთან. ამისათვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვემზადები, ბევრ ვმუშაობ საკუთარ თავზე. განვიხილავ და ვსწავლობ ორივე გუნდის თამაშის დეტალებს, ვითვისებ იმ მკაცრ პროტოკოლს, რაც ვიდეო-რეფერისთან მუშაობას ესაჭიროება და რაც გვერდითი მსაჯის სფეციფიკას ახასიათებს“. 

უეინმა შოტლანდია-საფრანგეთის მატჩზე დანიშნული ოფიციალური პირებისთვის გააკეთა ჯგუფი და განვიხილავთ მომენტებს. დღეს უნდა გვქონდეს ვიდეო-კონფერენცია, რომლის დროსაც კონკრეტულ მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. დანიშვნის დღიდან, ერთმანეთთან აქტიური კავშირი გვაქვს და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციებზე ვცვლით მოსაზრებებს. ვემზადებით ყველა იმ ნიუანსისთვის, რაც ამ გუნდების ისტორიულ დაპირისპირებას ახლავს“.

ამაშუკელის კარიერული აღმასვლა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაბალი დონიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში 26 წლის მსაჯი ელიტურ რაგბში გაერია. ამ დრომდე ნიკამ რამდენიმე ტესტ-მატჩი, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და 20-წლამდელთა ექვს ერზე იმსაჯა, თუმცა ამით მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარებასაც მეტ ყურადღებას უთმობს:

ყოველი ახალი დანიშვნა იყო ერთი საფეხურით მაღლა ასვლა, თუმცა ჩემი მიდგომა, ყოველი ნაბიჯის შემდეგ იყო, რომ გამეგრძელებინა შრომა როგორც ფიზიკური, ასევე დეტალებში გარკვევის კუთხით და ასე გრძელდება ახლაც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ, მზადება უფრო ინტენსიური ხდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები