ტოჩინოშინის დასანანი მარცხი  - ქართველი გოლიათი ''კაჩი-კოშის'' შანსს ინარჩუნებს
Aa
Aa

ტოჩინოშინის დასანანი მარცხი - ქართველი გოლიათი ''კაჩი-კოშის'' შანსს ინარჩუნებს

ლევან გორგაძემ "კიუშუ ბაშოზე" რიგით მე-12 ორთაბრძოლა გამართა და მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან დამარცხდა. შეხვედრის სტარტზე ქართველი უპირატესობას ფლობდა, თუმცა შემდეგ ინიციატივა ჰოკუტოფუჯიმ მოიპოვა და იორიკირით გაიმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრამდე ლევანი მასთან ურთიერთშეხვედრებს 5:4-ს იგებდა, თუმცა ახლა ტოჩინოშინის მსგავსად ჰოკუტოფუჯის ანგარიშზეც 5 მოგებაა.

მიმდინარე ''კიუშუ ბაშოზე'' ჰოკუტოფუჯიმ 12-დან 8 ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა, ხოლო ტოჩინოშინის ანგარიშზე 6 გამარჯვებაა. დღევანდელი მარცხის შემდეგ ლევან გორგაძეს მოგება-წაგებათა ბალანსი 6:6-ზე გაუხდა. მას "კაჩი-კოშის" გასაფორმებლად კიდევ 2 წარმატებული ბრძოლა სჭირდება.

მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. მათი 15 დაპირისპირებიდან 8 ქართველმა მოიგო, 7 შეხვედრაში კი ოკინოუმიმ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები