Aa
Aa

ბელგია და იტალიაც გავიდნენ - ერთა ლიგაზე ოთხივე 1/2 ფინალისტი გამოვლინდა

უეფა-ს ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშების პლეი-ოფის ოთხივე მონაწილე ცნობილია. გუშინდელი სათამაშო დღის შედეგად, ტიტულისთვის მებრძოლი კიდევ ორი ნაკრები გამოვლინდა.

საფრანგეთა და ესპანეთს, რომელთაც საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდათ, პლეი-ოფის სტადიაზე იტალია და ბელგია შეუერთდნენ.

იტალიელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად ბოსნია, ბელოტისა და ბერარდის გოლებით, 2:0 დაამარცხეს და პირველი ადგილი გაიფორმეს, ბელგიელებმა კი ეს უშუალო კონკურენტ დანიასთან საშინაო გამარჯვებით გააკეთეს - 4:2.

ერთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპი 2021 წლის 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მილანსა და ტურინში გაიმართება. გუნდებს 1/2 ფინალში 3 დეკემბერს ჩანიშნული წილისყრა დააწყვილებს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრებია, მომდევნო წელს კი უკვე ტურნირის რიგით მეორე ჩემპიონი გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები