Aa
Aa

ტესტი ისევ დადებითია - სუარესი ბარსელონასთან ვერ ითამაშებს

მადრიდის „ატლერიკოს“ ვარსკვლავი, ლუის სუარესი, ყოფილ კლუბ „ბარსელონასთან“ შაბათს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც მოგეხსენებათ, ურუგვაელ ფორვარდს კორონავირუსი აქვს და მისთვის გუშინ ჩატარებულმა ტესტმა ისევ დადებითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ „პისტოლერო“ უქმეებისთვის სრულ მზადყოფნაში ვერც ერთ შემთხვევაში იქნება.

შესაბამისად, სუარესი მის უახლოეს მეგობარ ლიონელ მესის შაბათს მინდორზე ვერ შეხვდება. იგი უახლოეს დღეებსაც თვითიზოლაციაში გაატარებს.

თავის მხრივ, დანაკლისი აქვს „ბარსელონასაც“, რომელიც უახლოეს ორ მატჩს სერხიო ბუსკეტსის გარეშე ჩაატარებს.

„ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ შაბათს, 21 ნოემბერს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სახელობის სტადიონზე ითამაშებენ. სუარესის გუნდი ლა ლიგის ლიდერ „სოსიედადს“ 3 ქულით ჩამორჩება, „ბარსა“ კი 11 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები