Aa
Aa

რეალი რამოსს შეუთანხმდა? - კაპიტანი კიდევ ორი წლით დარჩება

ევროპულ პრესაში სერხიო რამოსსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ესპანელი მცველის პარიზში შესაძლო გადასვლის შესახებ ბოლო დღეებში აქტიურად იწერება.

თუმცა, ამჯერად მადრიდული AS-ი გვამცნობს, რომ რამოსი და „რეალი“ ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა თითქმის ყველა პრინციპულ დეტალზე მოილაპარაკეს და უახლოეს პერიოდში ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადებენ.

თუკი ასე მოხდა, ლეგენდარული მცველი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. ისე კი, მას „სამეფო კლუბთან“ ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს უსრულდება.

სერხიო რამოსი „რეალის“ მაისურით 2005 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად 22 ტიტული აქვს მოგებული. „ბლანკოსის“ სიმბოლომ დედაქალაქელთა ღირსება 660 ოფიციალურ მატჩში დაიცვა და ამ მხრივ კლუბის ისტორიაში მე-4 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები