საქართველო VS ესტონეთი - მატჩის წინ
Aa
Aa

საქართველო VS ესტონეთი - მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებაზე გამოსვლას დღეს დაასრულებს. "ჯვაროსნები" ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესტონეთს უმასპინძლებენ.

ჩვენი გუნდი რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით პირველად შეიკრიბა და გუშინ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ნაკრებმა 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

სფფ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დღევანდელ თამაშში მონაწილეობას თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ვერ მიიღებენ.

საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ჩვენს გუნდს ამჟამად 6 ქულა აქვს და ცხრილის მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა D დივიზიონში დაქვეითება არ ემუქრება.

საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათიდან "დინამო არენაზე" ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "საქართველოს პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები