აიღო და გადადგა! - ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება
Aa
Aa

აიღო და გადადგა! - ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება

ლევან გორგაძემ "კიუშუ ბაშოზე" რიგით მე-11 ორთაბრძოლა გამართა და ერთ-ერთ აუტსაიდერ კირიბაიამას დაუპირისპირდა.

"ტოჩის" მეტოქეს საწყისი 10 ბრძოლიდან 9 წაგებული ჰქონდა, ქართველის ბალანსი კი 5:5-ზე გახლდათ. კირიბაიამა ამჟამად წოდებით 1-ლი მაეგაშირაა. იგი ტოჩინოშინს დღევანდელამდე 2-ჯერ შეხვდა და ერთხელ დაამარცხა.

დღევანდელი ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა გორგაძემ უპირატესობა მალევე მოიპოვა, მავაშში ორმაგი ჩავლება აიღო და მეტოქე დოჰიოდან იორიკირის ილეთით გაიყვანა.

 

შედეგად, ლევანმა მიმდინარე ბაშოზე მეექვსე გამარჯვება მიითვალა და მოგება-წაგებათა ბალანსი 6:5-ზე გაუხდა. მას "კაჩი-კოშის" გასაფორმებლად კიდევ 2 წარმატებული ბრძოლა სჭირდება.

"კიუშუ ბაშოს" მე-12 დღეს, "ტოჩის" მოწინააღმდეგე იქნება ჰოკუტოფუჯი, რომელმაც 11-დან 7 ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ლევანი მასთან ურთიერთშეხვედრებს 5:4-ს იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები