Aa
Aa

მეორე მწვრთნელიც ინფიცირებულია - მილანს ნაპოლისთან ბონერა გაიყვანს

სტეფანო პიოლის შემდეგ „მილანის“ სამწვრთნელო შტაბში კორონავისური კიდევ ერთ სპეციალისტს, ჯაკომო მურელის დაუდასტურდა.

იტალიურ პრესაში გაჩნდა კითხვა, რომელი მწვრთნელი უხელმძღვანელებდა სერია A-ს ლიდერს უქმეებზე „ნაპოლისთან“ გასვლით შეხვედრაში.

როგორც ირკვევა, „შავ-წითლებს“ უშუალოდ სათადარიგოთა სკამიდან პიოლის კიდევ ერთი ასისტენტი, დანიელე ბონერა გაუძღვება. ვიცით, რომ 39 წლის ბონერამ კარიერა ახლახანს დაასრულა და „მილანი“ მისი პირველი სამწვრთნელო სამსახურია. იგი „როსონერიში“ 2019 წლის ივლისიდან მუშაობს და გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დამოძღვრავს.

„ნაპოლი“ და „მილანი“ 21 ნოემბერს, „სტადიო სან პაოლოზე“ ითამაშებენ. მილანელები იტალიის ჩემპიონატს 17 ქულით ლიდერობენ, მე-3 ადგილოსან ნეაპოლელებს კი 14 ქულა აქვთ აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები