ისევ მილიონი, თუ ნაკლები? - რამდენს მიიღებს საქართველო ერთა ლიგაში თამაშისთვის
Aa
Aa

ისევ მილიონი, თუ ნაკლები? - რამდენს მიიღებს საქართველო ერთა ლიგაში თამაშისთვის

მიმდინარე "ერთა ლიგის" დასრულებამდე 1 ტური რჩება, სადაც საქართველო ესტონეთს უმასპინძლებს. სამწუხაროდ ჩვენს ნაკრებს B ლიგაში გადასვლის შანსი აღარ აქვს და შემდეგ ციკლს კვლავ C ლიგაში ჩაატარებს.

როგორც ცნობილია C ლიგაში ასპარეზობისთვის ყველა ნაკრები 1.1 მილიონ ევროს იღებს. რაც შეეხება D ლიგას, საიდანაც საქართველოს ნაკრები ამოვიდა, იქ მყოფი ნაკრებები 750 000 ევროს იღებენ. შესაბამისად B ლიგის ნაკრებები გაცილებით მეტს იღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო შესაძლოა ხსენებული რაოდენობა შემცირდეს და ნაკრებებმა გაცილებით ნაკლები თანხა მიიღონ. ეს არ ეხება მხოლოდ "ერთა ლიგაში" მონაწილე ქვეყნებს. საუბარია უეფა-ს ეგიდით გასამართ ყველა ტურნირში მონაწილე გუნდებზე. 

შეგახსენებთ, რომ "ერთა ლიგის" ამ სეზონის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები