საქართველო vs ესტონეთი - სტუმრები თბილისში სამი ქულისთვის ჩამოვიდნენ
Aa
Aa

საქართველო vs ესტონეთი - სტუმრები თბილისში სამი ქულისთვის ჩამოვიდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას ხვალ ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩადე ერთი დღით ადრე კომენტარი სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულედმა გააკეთა.

შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მატჩებით ფეხბურთელები გამოცდილებას ღებულობენ. მიუხედავად იმისა,რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე ვართ,ვეცდებით ხვალინდელ მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ. მე ვნახე როგორ დახვდნენ გულშემატკივრები ფეხბურთელებს და ვხდები ეხლა რას გრძნობენ ისინი. მაგრამ ფეხბურთელები პროფესინალები არიან და ეცდებიან ხვალიდელი შეხვედრით გულშემატკივრების ნდობა დაიბრუნონ. კვარაცხელია და ჩაკვეტაძე გამორჩეული ფეხბურთელები არიან და ისეთი პატარა ქვეყნებისთის როგორებიც ჩვენ ვართ,თითოეული ფეხბურთის დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია. სურვილი მაქვს,რომ ხვალინდელ მატჩში საქართველო ოპტიმალური შემადგენლობით იყოს,რომ გამარჯვება უძლიერესმა იზეიმოს. ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის პატივია კანკავასნაირი და პანდევისნაირი მოთამაშეებთან თამაში.“- განაცხადა ვულედმა

ასვე პრესკონფერენციაზე კომენტარი ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელმა ვლადესლავ კრეიდმა გააკეთა.

მაყურებლის გარეშე ცარიელი სტადიონზე თამაში ნამდვილად ცუდია. მაგრამ როდესაც შენი ქვეყნისთვის თამაშობ,მანდ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდება. დარწმუნებული ვარ ხვალ ქართველი და ესტონელი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან“ -განაცხადა კრეიდმა

ესტონეთის ნაკრები ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა. აღნიშნული შეხვედრა 18 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები